საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მხარდაჭერას „ტვიტერში“ გამოეხმაურა.
ჰარცელი საკონსტიტუციო ცვლილების მეორე მოსმენით მიღებას მიესალმება.
„მივესალმები გადამწყვეტი საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას. სამწუხაროა, რომ განსხვავება მცირე იყო და იმედი მაქვს, რომ 29 ივნისს, საბოლოო კენჭისყრაზე 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება აღდგება, მათ შორის, ის 142 ხმა, რომელიც მას მხარს მაშინ უჭერდა“, – წერს ჰარცელი.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი 115-მა დეპუტატმა დაუჭირა.