“მადლობას ვუხდი თითოეულ დეპუტატს, რომელმაც დღეს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში დემოკრატიული პროცესების სტაბილურ განვითარებას ხელს შეუწყობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების შესახებ საუბრისას განაცხადა.
რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” – კობახიძის თქმით, ისინი შეთანხმებას არღვევენ.
“115-მა დეპუტატმა დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა და დარწმუნებულები ვართ, რომ ორშაბათს საკონსტიტუციო ცვლილებები 116 ხმით უკვე დამტკიცდება, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. მადლობას ვუხდი თითოეულ დეპუტატს, რომელმაც დღეს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული პროცესების სტაბილურ განვითარებას. ყველას მინდა, ეს კენჭისყრა მივულოცო.
“ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპულმა საქართველო“ არღვევენ შეთანხმების ორივე ნაწილს და ეს დღეს ცხადად გამოჩნდა. მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ეს შეთანხმება შეასრულონ და ორშაბათს კენჭისყრაზე გამოცხადნენ, თუმცა მათი მონაწილეობის გარეშეც ეს ცვლილებები უპრობლემოდ გავა.
ისინი უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან თავიანთ სიტყვას, მათ შორის, ელჩების წინაშე დადებულ პირობას. ეს არის მათთვის ძალიან საზიანო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 115-მა დეპუტატმა დაუჭირა.