“ვერ წარმომიდგენია, დამოუკიდებელი დეპუტატებიდან ვინმე გარიგებაში შევიდეს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პირველ კენჭისყრაზე დაფიქსირებული პოზიცია შეცვალოს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიღებული იქნება.
„ვერ წარმომიდგენია, რომ დამოუკიდებელი დეპუტატებიდან ან ფრაქციებიდან ვინმე გამოჩნდეს ისეთი, რომელიც რაღაც გარიგებაში შევა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მის ახალ ქვედანაყოფებთან და შეიცვლის პირველ კენჭისყრაზე დაფიქსირებულ პოზიციას.
ასეთი რამ ვერ წარმომიდგენია, ასეთი რამ არ მოხდება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, გავიმეორებთ იმ შედეგს, რაც იყო“, – განაცხადა ვოლსკიმ.