დიმიტრი ხუნდაძე: დღეს საკონსტიტუციო ცვლილებას ექნება იმდენი ხმა, რაც დააფიქსირებს კანონპროექტის მესამე მოსმენისთვის მომზადებას

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, დღეს საკონსტიტუციო ცვლილებას ექნება იმდენი ხმა, რაც კანონპროექტის მესამე მოსმენისთვის მომზადებას დააფიქსირებს.

მისი თქმით, კანონპროექტს მხარდაჭერა ოპოზიციის გარეშეც ექნება.

„დღეს საკონსტიტუციო ცვლილებას ექნება იმდენი ხმა, რაც დააფიქსირებს მის მესამე მოსმენისთვის მომზადებას ისე, რომ საკმარისი ხმები იქნება.

ოპოზიციას, განსაკუთრებით, „ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა მცდელობა, რომ გადამრჩენის როლში ყოფილი, თითქოს, ხმები არ იყო საკმარისი და მათი დახმარებით გადარჩებოდა ეს კანონპროექტი, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა, რადგან ხმები მათ გარეშეც საკმარისია. თუ ისინი მეორე მოსმენის კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ, ეს მათთვის იქნება უკეთესი, ისე კანონპროექტს მათ გარეშეც ექნება მხარდაჭერა იმდენი, რამდენიც საჭიროა“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით დღეს უყრის კენჭს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები