რუსეთში კორონავირუსით თითქმის 600 ათასი ადამიანია ინფიცირებული

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის კიდევ 7425 შემთხვევა გამოვლინდა, სულ 599 705 ინფიცირებულია.

ოპერატიული შტაბის მონაცემით, ბოლო ერთ დღეში დაავადებას 153 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამურად, 8 359 ლეტალური შემთხვევაა.

ასევე, დაავადების დამარცხება 356 429-მა პირმა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები