სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხმა 21 ათასს გადააჭარბა – 627 პაციენტი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია
სომხეთში კორონავირუსის 418 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამურად, რესპუბლიკაში უკვე 21006 ინფიცირებულია.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში ვირუსს 12 პაციენტი ემსხვერპლა, სულ 372 ლეტალური შემთხვევაა.
განახლებული სტატისტიკით, განკურნებულთა რიცხვი 10 144 შეადგენს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის განცხადებით, 627 პაციენტი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, 44 კი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა მიერთებული.
სომხეთში 133 ივლისამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.