„G7-მა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს პროდასავლურ მომავალს”, – ამ სათაურით გამოცემა Neweurope აქვეყნებს ევროპარლამენტარის, ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ალექსანდრ ვონდრას სტატიას.
„საქართველოს ჰყავს პროევროპული და პროდასავლური ხელისუფლება მმართველი პარტია „ქართული ოცნების” ხელმძღვანლობით, ხოლო ევროკავშირსა და ნატო-ში შესვლას მხარს უჭერს მოსახლეობის 80%”, – წერს ევროპარლამენტარი.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, „ქართული ოცნების” მიერ ახლახან შეთავაზებულ საარჩევნო რეფორმას მიესალმებიან ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ შესაბამის მოლაპარაკებებსა და დოკუმენტის შედგენაში.
„ქვეყანა დემოკრატიულია: „ქართული ოცნების” მიერ ახლახან შეთავაზებულ საარჩევნო რეფორმას მიესალმებიან ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ შესაბამის მოლაპარაკებებსა და დოკუმენტის შედგენაში. ქვეყანა, ასევე, დგას ეკონომიკური თავისუფლებისა და გლობალური ვაჭრობის გზაზე. ამ ეტაპზე, საქართველო ახორციელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას. ახლახან საქართველომ ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას გაერთიანებულ სამეფოსთან, ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო მე-7 ადგილზეა მსოფლიოში ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი კლიმატის თვალსაზრისით.
და მაინც, მიუხედავად თავისუფლებისა და დემოკრატიის გზაზე ბოლო წლებში მიღწეული პროგრესისა (თუ სწორედ ამ პროგრესის გამო?), რუსეთის მტრული დამოკიდებულება და აგრესია საქართველოს მიმართ გრძელდება. წლის დასაწყისში აშშ-ის, ევროპისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ განხორციელებულმა ერთობლივმა გამოძიებამ, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებაც იყო ჩართული, გამოავლინა რუსეთის მხრიდან მასიური კიბერშეტევის დეტალები, რომელთა სამიზნეებსაც წარმოადგენდა საქართველოს ხელისუფლების ვებგვერდები და სხვა ელექტრონული ინფრასტრუქტურა. 2020 წლის ოქტომბერში დაგეგმილია საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. და ამ შემთხვევაშიც (ისევე, როგორც უფრო დიდი სახელმწიფოების: მაგალითად, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში) შეშფოთების საგანს წარმოადგენს რუსეთის მიერ დეზინფორმაციისა და სიცრუის გავრცელება”, – წერს სტატიის ავტორი.