დავით მათიკაშვილი: რომელიმე კონკრეტული კრიმინალის ციხიდან გათავისუფლებასა და საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას შორის ტოლობის დასმა სპეკულაციაა

“საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და ტოლობის ნიშნის დასმა რომელიმე კონკრეტული კრიმინალის ციხიდან გათავისუფლებასა და საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას შორის სპეკულაციაა”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ 8 მარტის შეთანხმებას ზედმიწევნით ასრულებს, რომელიც, თავის მხრივ, ოპოზიციამ უნდა შეასრულოს.

„სასამართლო ხელისუფლების პრეროგატივაა, კონკრეტულ დანაშაულში მხილებული პირის მიმართ როგორ გადაწყვეტილებას გამოიტანს, რაშიც ვერც საკანონმდებლო და ვერც აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ ჩაერევა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები