“ჩვენს განზომილებას ეპიდემიასთან ბრძოლაში, ჯანმრთელობის და ეკონომიკის გარდა, უკვე პოლიტიკური განზომილებაც ემატება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხის შემდგომი გაუმჯობესება და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
„პირველ ყოვლისა, მინდა, ჩვენი პარლამენტის წევრებს მივულოცო ეს წარმატება და ეს შედეგი. რა თქმა უნდა, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ, ყველა ველოდით და არაერთხელ გვითქვამს, რომ უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა, ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა ნელ-ნელა, ეტაპობრივად გაუმჯობესდეს, ცვლილებები დაიწყოს, გახდეს უფრო დემოკრატიული, ევროპული და ისეთი, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს ჩვენს საბოლოო მიზნამდე, ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.
საკონსტიტუციო ცვლილებებს გუშინ რიგგარეშე სხდომაზე კენჭი პირველი მოსმენით უყარეს და კანონპროექტს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა.