კარლ ჰარცელი: იმედი მაქვს, რომ საბოლოო წარმატების უზრუნველსაყოფად პასუხისმგებლობას ყველა მხარე აიღებს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მხარდაჭერას „ტვიტერში“ გამოეხმაურა.

როგორც კარლ ჰარცელი წერს, მას იმედი აქვს, რომ საბოლოო წარმატების მისაღწევად პასუხისმგებლობას ყველა მხარე აიღებს.

„მე დავითვალე 142 ხმა, რომელიც საკონსტიტუციო შეთანხმებას უჭერდა მხარს 8 მარტის შემდეგ. მივესალმები, რომ პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით კანონის დამტკიცება 136 ხმით შეძლო. იმედი მაქვს, ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას, რათა საბოლოო წარმატებას მივაღწიოთ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ცნობისთვის, 136 ხმით ხუთის წინააღმდეგ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები