რუხის საავადმყოფოში კორონავირუსისგან სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

საოკუპაცუო ხაზთან მდებარე რუხის საავადმყოფოში კორონავირუსისგან სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრში განუცხადეს. მათი  ინფორმაციით, დღეს ოთხ პაციენტს კორონავირუსზე შუალედური ტესტირება ჩაუტარდა. სამი ბიოლოგიური მასალის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, ხოლო ერთი კვლავ დადებითი რჩება.

გამოჯანმრთელებული პაციენტები 42 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის, ე.წ. ტრაილერი მძღოლის კლასტერიდან არიან. სამივე მათგანი არასრულწლოვანია.

ამჟამად კლინიკაში სულ ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ისინი სავალდებულო თვითიზოლაციაში გადავლენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები