არჩილ თალაკვაძე: ჩვენი პოზიცია მკაფიოა – სისხლის სამართლის საქმეები არ შეიძლება ყოფილიყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი
„პოლიტიკოსს არ აქვს უფლება ჩაერიოს სასამართლოს და პროკურატურის საქმიანობაში, შეთანხმების ტექსტშიც, რომელსაც ხელი მოვაწერეთ ეს წერია, რომ მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა არ უნდა მოხდეს – ოპოზიცია კი გვეუბნება შეასრულეთ დაპირება და ჩაერიეთ სასამართლოს და პროკურატურის გადაწყვეტილებებშიო. ეს შეთანხმების ნაწილი ვერ იქნებოდა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2″-ის ეთერში განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღევანდელი წერილით ელჩები მხარეებს, ყველა ხელმომწერს პირდაპირ მოუწოდებენ, რომ კენჭისყრაში მიიღონ მონაწილეობა და ცვლილებები დაამტკიცონ – ამის ხელისშემშლელი სხვა გარემოება, საქმე ან საკითხი არ უნდა გახდეს.