ნიკოლოზ მეტრეველი: მეგობარი ელჩების განცხადება ადასტურებს, რომ გიორგი რურუა არ არის შეთანხმების მიღწევის ფაქტორი, ის არის ბრალდებული კონკრეტულ საქმეზე

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული დიალოგის ფასილიტატორი ელჩების ერთობლივი განცხადება არის ძალიან მარტივად გასაგები მოწოდება პირველ რიგში საპარლამენტო ოპოზიისთვის, ისინი ვალდებულნი არიან დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი,- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი და 8 მარტის შეთანხმების ფასილიტატორი ელჩების განცხადებას ეხმიანება.

მისი თქმით, მიღწეული შეთანხმების გამოგონილი საბაბით დარღვევა, კიდევ ერთხელ აჩვენებს დესტრუქციული ოპოზიციის რეალურ სახეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.

,,ყველასთვის ცხადია, რომ ეს კენჭისყრა იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის. შესაბამისად, საზოგადოება ნათლად იხილავს, თუ ვის სურს ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. მეგობარი ელჩების განცხადება ადასტურებს, რომ გიორგი რურუა არ არის შეთანხმების მიღწევის ფაქტორი. ის არის ბრალდებული კონკრეტულ საქმეზე, რომელსაც პოლიტიკურ პროცესთან არავითარი კავშირი არ აქვს და ბოლოს, მიღწეული შეთანხმების გამოგონილი საბაბით დარღვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს დესტრუქციული ოპოზიციის რეალურ სახეს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ”,- წერს ნიკოლოზ მეტრეველი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები