ზაალ ანჯაფარიძე: ელჩებმა ნაც-ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა ურჩიეს, რაც მათთვის იქნება ლაკმუსის ქაღალდი, სურთ ცივილური წესით არჩევნებში მონაწილეობა, თუ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების დაუფლება

„ნაც-ოპოზიციის“ მიერ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პროცესის – საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საკონსტიტუციო პროცესის ბოიკოტირება, უკვე „პრინციპულობას“ კიარა სახედრის სიჯიუტეს დაემსგავსა, როდესაც ფაქტიურად ერთ ადამიანს გიორგი (ჟორიკა) რურუას აყენებდნენ კონსტიტუციაზე მაღლა“, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზააალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ანჯაფარიძის თქმით, საერთაშორისო ფასილიტატორებს მოთმინების ფიალა ამოეწურათ.

„საერთაშორისო ფასილიტატორებმა დიდხანს ითმინეს „ნაცოპოზიციის“ პოლიტიკური კეკლუცობა და ჭირვეულობა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც მათ იმის შემდეგაც კი არ მოიშალეს, რაც ხელისუფლებამ მისთვის მძიმე, მაგრამ მაინც შემხვედრი ნაბიჯი გადადგა და მათი ორი კრიმინალი ლიდერი პრეზიდენტმა შეიწყალა. ამის შემდეგ ნაც-ოპოზიციის მიერ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პროცესის – საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საკონსტიტუციო პროცესის ბოიკოტირება, უკვე „პრინციპულობას“ კიარა სახედრის სიჯიუტეს დაემსგავსა, როდესაც ფაქტიურად ერთ ადამიანს გიორგი (ჟორიკა) რურუას აყენებდნენ კონსტიტუციაზე მაღლა. ელჩებს კი ჩანს მოთმინების ფიალა ამოეწურათ და ნაც-ოპოზიციას დიპლომატიურად ურჩიეს გონზე მოსვლა და კენჭისყრაში მონაწილეობა, რაც მათთვის იქნება ლაკმუსის ქაღალდი. სურთ ცივილური წესით არჩევნებში მონაწილეობა თუ არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების დაუფლება”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები