სახალხო დამცველი: ვახო ჭუმბურიძის შვილის საქმეზე თვალს მივადევნებთ გამოძიების ეფექტურად წარმართვის პროცესს
ფინანსისტის და ბლოგერის, ვახო ჭუმბურიძის შვილის მუქარა-ადევნების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება.
როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა უწყებამ დროული და ეფექტური მართლმსაჯულება განახორციელოს არასრულწლოვნის ინტერესის დასაცავად.
“კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რამხელა სტრესისა და სირთულის გადალახვა უწევთ გოგონებს, ქალებს იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ განხორციელებული სავარაუდო ფსიქოლოგიური/ფიზიკური ძალადობის თაობაზე განაცხადებენ.
“სახალხო დამცველის აპარატმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საკუთარი ინიციატივით დაიწყო არასრულწლოვნი თ.ჭ.-ს მიმართ მუქარისა და ადევნების სავარაუდო შემთხვევის შესწავლა. მყისიერად დავუკავშირდით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურას. თვალს მივადევნებთ გამოძიების ეფექტურად წარმართვის პროცესს, ასევე, შევისწავლით, რამდენად ეფექტური იყო ამ დრომდე გატარებული ღონისძიებები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავმა უწყებამ დროული და ეფექტური მართლმსაჯულება განახორციელოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დასაცავად!”, – აღნიშნულია ნინო ლომჯარიას “ფეისბუქსტატუსში”.
შეგახსენებთ, რომ ვახო ჭუმბურიძის შვილის მუქარა-ადევნებაზე შსს-მ პირს ბრალი ორი მუხლით წაუყვანა.