ირაკლი კობახიძე: ელჩებთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე გიორგი რურუა საერთოდ არ ხსენებულა

“ელჩებთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე საერთოდ არ ხსენებულა გიორგი რურუა, არანაირი ფორმითა და არანაირი კონტექსტით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს – კობახიძის თქმით, ყველა ხედავს, რომ მას მხარი ყველამ უნდა დაუჭიროს.

„საერთოდ არ ხსენებულა რურუა დღევანდელ შეხვედრაზე, არანაირი ფორმითა და არანაირი კონტექსტით. სამაგიეროდ, ყველა ხედავს იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ დაუჭიროს მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რათა სრულად შესრულდეს ის შეთანხმება, რასაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ. ამისგან ოპოზიცია თავს იკავებს და ეს მათი პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები