თენგიზ ცერცვაძე: პაციენტების პლაზმა, რომელიც შეიცავს ანტისხეულებს, გამოვიყენეთ ორ შემთხვევაში და ორივე ავადმყოფი გამოჯანმრთელდა

“პაციენტების პლაზმა, რომელიც შეიცავს ანტისხეულებს, გამოვიყენეთ ორ შემთხვევაში და ორივე ავადმყოფი გამოჯანმრთელდა”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პლაზმით მკურნალობა გაგრძელდება.

„უნდა იყვნენ დონორები, რომლებიც თანახმანი არიან, მაგრამ ყველა დონორის პლაზმა არ ვარგა. პლაზმა უნდა შეიცავდეს ანტისხეულებს მაღალი კონცენტრაციით. ამიტომ 10 დონორს რომ ვსინჯავთ, იქედან ერთის პლაზმაა მარტო გამოსადეგი. ამიტომ ვერ გამოიყენება ეს მეთოდი ფართოდ და გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როცა სხვა მედიკამენტის მკურნალობა შედეგს არ იძლევა. ყველა გამოჯანმრთელებული პაციენტი, ვინც სურვილს გამოთქვამს, რომ სხვას დაეხმაროს, ყოველდღე ხდება პლაზმის აღება, მაგრამ პლაზმების მეტი ნაწილი არ არის გამოსადეგარი. ამჟამად, გვაქვს სამი თუ ოთხი გამოსადეგი პლაზმა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები