ჯო ბაიდენი რეიტინგში დონალდ ტრამპს 13 პუნქტით უსწრებს
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან, ჯო ბაიდენი მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს 13 პუნქტით უსწრებს.
გამოკითხვა Reuters/Ipsos დაკვეთით 10-16 ივნისის პერიოდში ჩატარდა.
გამოკითხულთა 48%მზად არის, 3 ნოემბრის არჩევნებში ხმა ბაიდენის სასარგებლოდ მისცეს, ხოლო 35% – ტრამპს.
მიმდინარე თვეს ანალოგიური გამოკითხვა CNN-მა ჩაატარა, რომელშიც ბაიდენსა და ტრამპს შორის სხვაობა 14% ყოფილი ვიცეპრეზიდენტის სასარგებლოდ შეადგენდა.
გარდა ამისა ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 57% ტრამპის მუშაობას არ იწონებს, 38% მოსწონს, რაც ნოემბრიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ამერიკელების უმრავლესობა ტრამპს კორონავირუსზე რეაგირებისა და პოლიციის მუშაობის გამო აკრიტიკებს.