მედვედევი: აშშ-ის მიერ მთელ მსოფლიოში განთავსებული ლაბორატორიების მუშაობა უნდა იყოს გამჭვირვალე
“აშშ-ის მიერ მთელ მსოფლიოში განთავსებული ლაბორატორიების მუშაობა ეჭვებს არ უნდა იწვევდეს, წინააღდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ახალი ინფექციების გაჩენის დროს ქვეყნები ერთმანეთის დადანაშაულებას დაიწყებენ”, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი პრემიერმინისტრი, დიმიტრი მედვედევი ჟურნალ „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
“აშშ-ის მიერ მთელს მსოფლიოში განთავსებული გარკვეული ლაბორატორიების მუშაობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფექციის ნებისმიერი აფეთქების დროს ურთიერთპრეტენზიები იქნება წამოყენებული, კონსპიროლოგიური თეორიები გაჩნდება, რასაც ურთიერთსანქციები მოჰყვება”, – ნათქვამია მასალაში.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში “პირდაპირ კონფლიქტამდე მოკლე გზაა”.
“ყველას ერთამენთზე ექნება ეჭვი, ყოველი ახალი ვირუსი ბიოლოგიურ იარაღად გამოცხადდება. აღნიშნული კი საერთაშორისო დაძაბულობის პროვოცირების რისკს გაზრდის, შემდგომ კი შესაძლოა მარტივად სრულფასოვან და არა “ჰიბრიდულ ომში” გადაიზარდოს”, – წერს მედვედევი.