“2020 წლის პარლამენტი იქნება ბევრად უფრო პროფესიონალური, ეფექტური და იქნება ის პლატფორმა, სადაც საქართველოს აქტიურ პოლიტიკურ ძალებს შეეძლებათ შინაარსობრივი დებატების მოწყობა”

“ჩვენ რაც უნდა ვთქვათ, პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში ვითარდება, პოლიტიკური პროცესის ხარისხიც იზრდება და ეს ყველაფერი აისახება, პირველ ყოვლისა, პარლამენტში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2020 წლის პარლამენტი იქნება ბევრად უფრო პროფესიონალური, ეფექტური და იქნება ის პლატფორმა, სადაც საქართველოს აქტიურ პოლიტიკურ ძალებს შინაარსობრივი დებატების მოწყობა შეეძლებათ.

„მე რეალისტი ვარ, ფაქტებზე დაყრდნობით. რა თქმა უნდა, ეს იქნება პროგრესი. ჩვენ რაც უნდა ვთქვათ, პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში ვითარდება, პოლიტიკური პროცესის ხარისხიც იზრდება და ეს ყველაფერი აისახება, პირველ ყოვლისა, პარლამენტში. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წლის პარლამენტი იქნება ბევრად უფრო პროფესიონალური, ეფექტური და იქნება ის პლატფორმა, სადაც საქართველოს აქტიურ პოლიტიკურ ძალებს შეეძლებათ შინაარსობრივი დებატების მოწყობა. როგორც ჩანს, იქნება ბევრად უფრო პლურალისტური, თუმცა ჩვენი, ყველას ამოცანა უნდა იყოს, რომ ეს პლურალიზმი, ხარისხით გამოცდასაც უძლებდეს. მე ვფიქრობ, რომ წარმომადგენლობით ნაწილში, მერწმუნეთ, ეს პარლამენტი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე წინა”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები