ლუკაშენკო: რუსეთის გაზის ალტერნატივა მოიძებნება

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მსოფლიოში საკმარისად არის ბუნებრივი აირი და რუსეთიდან გაზის მიღების ალტერნატივა მოიძებნება.

“​მადლობა ღმერთს, მსოფლიოში ნავთობიც საკმარისია – აიღე, არ მინდა. ფასიც მისაღებია. ბუნებრივი გაზი უკვე საკმარისია, მიდის ბრძოლა ძირითადი მოთამაშეების მხრიდან პრემიალური ევროპულსა და ჩვენს ბაზარს შორის. ალტერნატივაც არსებობს, მისი მოძებნა შესაძლებელია”, – თქვა ლუკაშენკომ.

ბელარუსს 2020 წლის რუსულ გაზზე ფასის გადახედვა უნდა, შესაბამის მოლაპარაკებას ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრო “გაზპრომსა” და რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროსთან აწარმოებს.

ლუკაშენკო ადრე აცხადებდა, რომ, ამჟამინდელი ფასებიდან გამომდინარე, მინსკისთვის რუსული გაზის საფასური 40-45 დოლარს უნდა შეადგენდეს და არა – 127 დოლარს, როგორც ამჟამად არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები