ქეთევან ციხელაშვილი: საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს წინსვლა ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის მიმართულებით – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავ განაგრძობს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლას, ჩვენი მთავრობა ვალდებულია, ინვესტიცია ჩადოს შერიგებასა და თანამშრომლობაში დანაყოფებთან, უზრუნველყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო”, – წერს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვლი გამოცემა Comment Central-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
მისი თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში საქართველომ დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია 3.7 მილიონი მოსახლეობიდან მხოლოდ 14 დაღუპულით, რაც ჩვენს ქვეყანას ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილად ხდის.
თუმცა, ამ წარმატებას მიღმა არის გეოგრაფია, რომელიც, სამწუხაროდ, 2008 წლის შემდეგ განსაზღვრულია რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების 20 პროცენტით, კერძოდ, აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებით. 100-კილომეტრიანი ფიზიკური გამყოფი მავთულხლართების მიღმა მოქცეული ორივე რეგიონი იზოლირებულია დანარჩენი საქართველოსგან. ამ გარემოებებმა მნიშვნელოვნად გაართულა COVID-19-სგან ადგილობრივი მოსახლეობის დაცვა.
„საქართველოს მთავრობამ ადრევე გამოაცხადა, რომ ჩვენ არ დავტოვებთ მარტო ჩვენს მოსახლეობას, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალში, გლობალური პანდემიის წინაშე. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, მთავრობამ შეიმუშავა სტრატეგია, პირველ ყოვლისა, ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად და შემდეგ გრძელვადიანი მშვიდობისა და შერიგების გეგმების დასაჩქარებლად.
ინფორმაციისა და გამოცდილების დროული გაზიარება გადამწყვეტი აღმოჩნდა, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ბევრმა რუსმა თავი საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებს შეაფარა: გაითვალისწინეთ ასობით მანქანითა და კიდევ უფრო მეტი მარტში ჩამოსული ინდივიდით გამოწვეული რისკი. გასაკვირი არ არის, რომ, ჯერჯერობით, დაფიქსირებული ყველა შემთხვევა რუსეთიდან არის შემოსული. ამრიგად, ჩვენ თავიდანვე ვთარგმნეთ და გავავრცელეთ WHO-ს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები, ეროვნული სახელმძღვანელო მითითებები და პროტოკოლი ადგილობრივ აფხაზურ და ოსურ ენებზე. სხვადასხვა არხით ჰიგიენური და სამედიცინო დახმარების მიწოდება, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან პარტნიორობით, აფხაზეთის რეგიონის დახმარების კიდევ ერთი გზა იყო”, – წერს ქეთევან ციხელაშვილი.
მისი თქმით, დიაგნოსტირება და მკურნალობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი იყო.
„რუხის უახლესი საავადმყოფო, რომელიც ახლოსაა აფხაზეთში საოკუპაციო ხაზთან, სწრაფად აღიჭურვა და განაგრძო ოპერირება, როგორც COVID-ისგან მკურნალობის ცენტრმა. ცხინვალში ეს შეუძლებელი იყო. საერთაშორისო მიმოსვლა აკრძალულია ყველასთვის, “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის გარდა. სამწუხაროდ, იქ მყოფი მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგორში დარჩენილ ქართველთა მცირე ნაწილი, სრულ ჰუმანიტარულ კრიზისში აღმოჩნდა.
ოკუპირებული რეგიონები კვლავ დაუცველია. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს რუსეთის ფედერაციის მიერ „ბორდერიზაციის” პროცესის გაგრძელება. გლობალურმა პანდემიამ არ შეუშალა მათ ხელი ბოლო რამდენიმე კვირაში 12 ქართულ სოფელში ახალი ხელოვნური ბარიერების დაყენებაში. ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საერთაშორისო სამართალს, არამედ – კაცობრიობის ძირითად პრინციპებსაც.
„ბორდერიზაციის” პროცესს ახლავს საოკუპაციო რეჟიმის მიერ წამოწყებული მასიური დეზინფორმაციის სტრატეგია და შეთქმულების თეორიები, რომელთა სამიზნე საქართველოს ლუგარის ლაბორატორიაა, რეგიონში აშშ-ის მხარდაჭერის მქონე მოწინავე სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც ახლა გადამწყვეტ როლს ასრულებს ვირუსის შეჩერებაში.
მიუხედავად ამ გამოწვევებისა, საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს წინსვლა ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის მიმართულებით – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” – რომელიც ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
ინიციატივა ფოკუსირებულია დანაყოფებთან ვაჭრობასა და ახალ სასწავლო შესაძლებლობებზე. ამის მისაღწევად ახალი მოქნილი და ნეიტრალური ინსტრუმენტები იქნა შემოთავაზებული და ერთხმად დამტკიცებული საქართველოს პარლამენტის მიერ. მას, ასევე, მხარი დაუჭირა საერთაშორისო საზოგადოებამ.
ევროკავშირის კომისიამ ეს გეგმა შეაფასა, როგორც „მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ და ადამიანებს შორის ურთიერთობისთვის სივრცისა და შესაძლოა, შერიგების შესაძლებლობის შეთავაზება”. რაც მთავარია, მას დიდი მხარდაჭერა აქვს ორივე ტერიტორიის შიგნით 2019 წლიდან, როდესაც ზოგიერთი ინსტრუმენტი ამოქმედდა.
მიზნების მიღწევის ხელშეწყობისთვის სამშვიდობო გეგმა მოიცავს ფინანსურ ინსტრუმენტებს – მცირე საგრანტო პროგრამას „საწარმო უკეთესი მომავლისთვის”, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა და რომლის რესურსიც თავდაპირველად გამოყოფილს ოცჯერ აღემატებოდა.
ამ უზარმაზარი ინტერესის ფონზე, ჩვენ სწრაფად მივიწევთ წინ სხვა ინსტრუმენტის გამოყენებით, სახელწოდებით „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის”, რომელიც ღიაა ადგილობრივი და საერთაშორისო წყაროების პირადი ჩართულობისთვის. ის გთავაზობთ მშვიდობაში, თანამშრომლობასა და შერიგებაში ინვესტირების კონკრეტულ შესაძლებლობას.
ეს სამშვიდობო ინიციატივები საშუალებას გვაძლევს, გავაუმჯობესოთ დიალოგი ორივე მხარეს შორის ხელოვნური გაყოფის თაობაზე, რაც საერთო ინტერესებსა და საჭიროებებს ემსახურება. გასულ წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩამოსული სტუდენტების რაოდენობა გაორმაგდა.
საქართველოს მთავრობა მზად არის და სიგნალიც აშკარაა დანაყოფებში მცხოვრებთაგან, ბოლო პერიოდში კი განსაკუთრებით აფხაზეთის რეგიონიდან. არაფორმალური კონტაქტები არასდროს ყოფილა ისეთი ხშირი და პროდუქტიული, როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაში. ეს უნიკალური შესაძლებლობაა გასული 25 წლის კონტექსტში და ყველას ინტერესშია, რომ ამ შესაძლებლობამ რწმენა გაამყაროს, რათა მშვიდობა და უკეთესი პერსპექტივები წინ არის.
მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას COVID-19-ის წინააღმდეგ და ხალხი კვლავაც იტანჯება ოკუპაციის პირობებში, ჩვენი მთავრობა მზად არის დანაყოფებს შორის შერიგებასა და თანამშრომლობაში ინვესტირებისთვის, რათა უზრუნველყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო”, – ნათქვამია სტატიაში.