საქართველოში კორონავირუსისგან 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 724 გახდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 879-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები