ზაალ ანჯაფარიძე: კონგრესმენმა ბეიკონმა დაადასტურა, რომ ტექსტის შედგენაზე, სადაც ივანიშვილია მოხსენებული, მათ მიერ აყვანილმა ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს

“კონგრესმენმა ბეიკონმა დაადასტურა, რომ ტექსტის შედგენაზე, სადაც ივანიშვილია მოხსენებული, მათ მიერ აყვანილმა ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და კონგრესმენ დონ ბეიკონის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც დოკუმენტის ის ნაწილი, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან ბიძინა ივანიშვილის კავშირზეა საუბარი, მას არ დაუწერია და საამისოდ ტექნიკური ექსპერტები აიყვანეს.

მისი თქმით, კონგრესმენმა დონ ბეიკონმა დაადასტურა, რომ იმ ტექსტის შედგენაზე, სადაც ივანიშვილია მოხსენებული, მათ მიერ აყვანილმა ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს.

„რა უცნაურადაც  უნდა მოგეჩვენოთ, დალოცვილი ქართული ანდაზები ბევრი სიტუაციის გასაღებია, „შუბი ხალთაში არ დაიმალებაო” და ვერც დაიმალა.

როდესაც ცოტა ხნის წინ 13 რესპუბლიკელი კონგრესმენის მიერ ხელმოწერილი ცნობილი ანგარიში გამოქვეყნდა, ცნობილი შემადგენლობა დაბარებულივით აჟრიამულდა ივანიშვილზე გაკეთებული ჩანაწერის გამო, მე პირადად გამიჩნდა აზრი, რომ, რა თქმა უნდა, იმ კომიტეტის წევრი 100-ზე მეტი კონგრესმენი თავად ვერ დაწერდა 120-გვერდიანი ანგარიშის ყველა პასაჟს. ისე, როგორც ყველა პარლამენტში, ტექსტზე ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და ეს დაადასტურა გუშინ იმ კომიტეტის წევრმა კონგრესმენმა დონ ბეიკონმა, როდესაც განაცხადა, რომ იმ ტექსტის შედგენაზე, სადაც ივანიშვილია მოხსენებული, მათ მიერ აყვანილმა ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს.

თუ ვინ შეიძლება, ყოფილიყვნენ ეს ტექნიკური ექსპერტები, რომლებმაც ტექსტში ეს ცნობილი პასაჟი ჩასვეს ან ვისი ინფორმაციის საფუძველზე გააკეთეს ეს, არცთუ ისე რთული გამოსაცნობია. კოლმეურნეობის თავმჯდომარის გვარს შეგნებულად არ ვასახელებ”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები