“თქვენ რჩებით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედ ძალად ერთი სახელით – „ნაცმოძრაობა”, ლობისტური ჯგუფებით ევროპასა და აშშ-ში”

„არავისთვის იქნება სიახლე, როდესაც ამ ჩანაწერის უკან ისევ მორიგი ქუთელიებისა და ბუზიაშვილების გვარები ამოტივტივდება”, – იურისტი თამთა მეგრელიშვილი კონგრესმენ დონ ბეიკონის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის თანახმადაც დოკუმენტის ის ნაწილი, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან ბიძინა ივანიშვილის კავშირზეა საუბარი, მას არ დაუწერია და საამისოდ ტექნიკური ექსპერტები აიყვანეს.

მისი თქმით, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს აბსურდული ჩანაწერი არც მას და არც სხვა კონგრესმენებს არ გაუკეთებიათ.

„მოკლედ, მერამდენედ უნდა გამოაშკარავდეთ?! მერამდენედ?

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი კვლევითი ინსტიტუტის მოცულობითმა, შინაარსობრივად დადებითმა სარეკომენდაციო დოკუმენტმა საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობები ხელისუფლების მიმართ გაამყარა.

ტექსტის კონტექსტიდან ამოვარდნილმა წინადადებამ, სადაც საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილისა და ვიქტორ მედვედჩუკის რუსეთის პრეზიდენტთან ახლო მოკავშირეობაზე, ღიმილი მოგვგვარა.

ქვეყანაში მოქმედი დესტრუქციული ძალებისთვის კი ერთგვარი მისწრება იყო და ჩაეჭიდნენ, მაგრამ ვაი, რომ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა ამაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს აბსურდული ჩანაწერი არც მას და არც სხვა კონგრესმენებს არ გაუკეთებიათ, ეს ტექნიკური სტაფის მიერ შეტანილი არასწორი ჩანაწერიაო.

ამ განცხადებით ყველაფერი ნათქვამი და ნათელია!

თქვენ რჩებით საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედ ძალად ერთი სახელით – „ნაციონალური მოძრაობა”, საკუთარი ლობისტური ჯგუფებით ევროპასა და აშშ-ში.

არავისთვის იქნება სიახლე, როდესაც ამ ჩანაწერის უკან, ბოლო სერიაში ისევ მორიგი ქუთელიებისა და ბუზიაშვილების გვარები ამოტივტივდება.

სხვა ქვეყნის შვილი რესპუბლიკელი კონგრესმენი, დონ ბეიკონი ამბობს, ჩვენ საქართველოსთან ახლო ურთიერთობები გვსურს. საქართველო ჩვენი მეგობარია. ქართველი ხალხი ჩვენი მეგობარიაო და თქვენთვის, “ნაცებო”, რით ვეღარ გახდა საქართველო და ქართველი ერი ძვირფასი თუ არა, მეგობარი მაინც?!”, – წერს მეგრელიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები