ირაკლი კობახიძე: არჩევნების დანიშვნა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარება

“იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელი იქნება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, არჩევნები საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან 45-60 დღის ვადაში ტარდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების ჩატარების თარიღი ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

“არჩევნების თარიღს კონსტიტუცია ადგენს, ეს არის 31 ოქტომბერი, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, აუცილებელი გახდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან 45-60 დღის ვადაში ტარდება არჩევნები. თუ იქნება ამის აუცილებლობა, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება დაგვჭირდება. ვნახოთ, პროცესები როგორ განვითარდება, ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებულია, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარება. ჩვენ მიჩვეულები ვართ ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციებს, არჩევნების დანიშვნა ხდება ორი თვით ადრე. შესაბამისად, ორი თვით ადრე შენ ვერ განსაზღვრავ, ზუსტად რა რეიტინგი გექნება, ამიტომ ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები