გიორგი გამსახურდია: ეს ერთ-ერთი დიდი საქმეა იმ მამულიშვილურ საქმეთა შორის, რაც ბიძინა ივანიშვილმა წლების მანძილზე ქვეყნის სასიკეთოდ გააკეთა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ „ტვიტერში” საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს” მიერ სოფელ ხიბულაში იმ სახლის რესტავრაციას ეხმიანება, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გაატარა.

როგორც გიორგი გამსახურდია წერს, ეს არის ერთ-ერთი დიდი საქმე მამულიშვილურ საქმეთა შორის, რაც ბიძინა ივანიშვილმა წლების მანძილზე ქვეყნის სასიკეთოდ გააკეთა.

„ეს არის რეალური საქმე და დაფასება საქართველოს დამოუკიდებლობის მესაძიკრვლისა და მისი ხსოვნის. ერთ-ერთი დიდი საქმეა იმ მამულიშვილურ საქმეთა შორის, რაც ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა წლების მანძილზე ქვეყნის სასიკეთოდ”, – წერს გიორგი გამსახურდია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები