ნათია მეზვრიშვილი: ფართოვდება პირთა წრე, ვისაც კორონავირუსზე მიზნობრივი ტესტირება ჩაუტარდება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, იმ პირთა წრე, ვისაც კორონავირუსზე მიზნობრივი ტესტირება ჩაუტარდება, ფართოვდება.
ამის შესახებ მეზვრიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ უფრო ვაფართოებთ მიზნობრივ ტესტირებას და კიდევ უფრო ვაფართოებთ იმ ჯგუფებს, რომლებიც მომეტებული რისკის ქვეშ არიან და რომლებიც ეტაპობრივად დაექვემდებარებიან ტესტირებას. ანუ მათ ჩაუტარდებათ ტესტირება გარკვეული ეტაპების დაცვით და ეს წრე უფრო გაფართოვდება, იქნება მზარდი“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.