“მაქსიმ იავიჩმა  სხვადასხვა ასაკის დაინტერესებული პირებისთვის ინტერაქტიული  ონლაინ  ლექცია  „კიბერ უსაფრთხოება და დისტანციური მუშაობა” ჩაატარა”

 

“14 ივნისს,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, რუსთაველის ეროვნული  სამეცნიერო ფონდის გრანტიორმა, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის პროფესორმა, მაქსიმ იავიჩმა სხვადასხვა ასაკის დაინტერესებული პირებისთვის, მოსწავლეებისთვის ინტერაქტიული ონლაინ ლექცია „კიბერ უსაფრთხოება და დისტანციური მუშაობა” ჩაატარა”, – ამის შესახებ ინფორმაციას “შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი” ავრცელებს.

“14 ივნისს,  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, რუსთაველის ეროვნული  სამეცნიერო ფონდის გრანტიორმა, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის პროფესორმა,  მაქსიმ იავიჩმა  სხვადასხვა ასაკის დაინტესებული პირებისთვის, მოსწავლეებისთვის    ჩაატარა  ინტერაქტიული  ონლაინ  ლექცია   „კიბერ უსაფრთხოება და დისტანციური მუშაობა”.   პრეზენტაციისას   ფონდის გრანტიორმა  ისაუბრა კიბერ უსაფრთხოების პრობლემებზე, ბოლოხანს  გახშირებულ ჰაკერულ თავდასხმებზე, კიბერუსაფრთხოების პრინციპებსა და ძირითად მიმართულებებზე. დამაზიანებელ პროგრამებზე, ვირუსებზე და მათი პრევენციის, თავიდან აცილების გზებზე, უპასუხა მრავალრიცხოვან კითხვებს, შეხვედრის მონაწილეებს ამ მიმართულებით პრაქტიკული რჩევები, რეკომენდაციები მიაწოდა. ღონისძიების   მიზანია  ახალი კორონავირუსის – COVID 19-ის  ეპიდემიის შედეგად,  საზოგადოების ყველა  ჯგუფის   დისტანციური საქმიანობის რეჟიმზე გადასვლის პირობებში ახალი საფრთხეების განჭვრეტა და  კიბერ უსაფრთხოების ეფექტიანი  მექანიზმების შემუშავება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები