ტერიტორიულ რეზერვისტთა შეკრება საზაფხულო სწავლებით განახლდა
“ტერიტორიულ რეზერვისტთა საზაფხულო შეკრება საველე ბანაკ პალდოს სასროლეთზე მე-20 კადრირებული ბრიგადის 202-ე ბატალიონის რეზერვისტთა პირადი შემადგენლობის გეგმიური სწავლებით განახლდა”,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საზაფხულო შეკრება ტერიტორიულ რეზერვისტთა ინდივიდუალური მომზადების ფაზის ბოლო ეტაპი იყო და საბრძოლო სროლებს მოიცავდა.
“ტერიტორიულ რეზერვისტებს წლის განმავლობაში საერთო ჯამში 45 დღე უწევთ შეკრება და მომზადების გავლა. რეზერვისტებს სამუშაო ადგილი უნარჩუნდებათ და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ეთვლებათ. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5-წლიანი კონტრაქტი უფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის შემდეგ კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საერთო ჯამში, რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება წლიურად ხელზე ასაღები 2700 ლარია.
აღმოსავლეთ საქართველოს პარალელურად აქტიური რეზერვის გეგმიური შეკრება დასავლეთის რეგიონში -სორტას ბანაკში მიმდინარეობს, სადაც მე-10 კადრირებული ბრიგადის 101-ე ბატალიონის აქტიური რეზერვის გეგმიური წვრთნა
პირველადი დახმარების აღმოჩენას და დაჭრილი მებრძოლის ბრძოლის ველიდან გამოყვანის ტექნიკას მოიცავს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.