ლაშა ტალახაძე: ყოველთვის საქართველოს სახელით ვიასპარეზებ, ქვეყნის დატოვებას არ ვაპირებ
ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი, ლაშა ტალახაძე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, თითქოს, ის ქვეყნის დატოვებასა და სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობას აპირებს.
როგორც მან ტელეკომპანია “იმედთან” საუბრისას განაცხადა, ის ყოველთვის ქვეყნის სახელით იასპარეზებს.
„საქართველოს დატოვებასა და სხვა ქვეყნის ნაკრებში გამოსვლას არც განვიხილავ. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ შესაძლოა, საზღვარგარეთ სემინარები ჩავატარო და სპორტსმენებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო. საქართველოში სპორტი ვითარდება და ამისთვის მთავრობა ყველაფერს აკეთებს. ამის ნათელი მაგალითია ძალოსნობის ახალი დარბაზები და ის პირობები, რაც ჩვენს სპორტსმენებს აქვთ. სახელმწიფო ყველა პირობას გვიქმნის იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ”, – აცხადებს ოლიმპიური ჩემპიონი ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში.