ქორწილის, ნათლობის, იუბილეს, ქელეხის გადახდის მიზნით და სხვა თავყრილობისთვის პირი 2000 ლარით დაჯარიმდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ქორწილების გადახდაზე, ასევე, სხვა სოციალურ ღონისძიებებთან დაკავშირებით, როგორიც არის ნათლობა, იუბილე, შეზღუდვები 15 ივლისამდე მოქმედებს და 10-ზე მეტი პირის თავშეყრის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება გამოყენებული.

„ფიზიკური პირის მიმართ 2000 ლარიანი ჯარიმა, ყველა იქ მყოფი პირის მიმართ, ასევე, იურიდიული პირის მიმართ 10 ათას ლარიანი ჯარიმა.

რაც შეეხება შემდგომ სიტუაციას – პანდემიის სიტუაცია, სტატისტიკურად, საერთაშორისო გამოცდილება, რეგიონში არსებული მდგომარეობა რას გვიჩვენებს, ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული, 15 ივლისის შემდეგ როგორი რეგულაციები იქნება სოციალურ ღონისძიებასთან დაკავშირებით.

პირბადის ტარება  მოგვიწევს პანდემიისა და ეპიდემიის ფარგლებში, თუმცა ეს სიტუაცია თუ კარგად იქნება ადმინისტრირებული და კონტროლს დაქვემდებარებული საქართველოში, შესაძლებელია, პანდემია ზოგადად იყოს გამოცხადებული, თუმცა ეს წესი ჩვენ არ დაგვჭირდეს და გავაუქმოთ კიდეც, პირობითად, სექტემბერში, ვნახოთ “, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები