ამირან სალუქვაძე: ისე, უთხარით მაინც ანგარიშის ავტორებს, ივანიშვილი დესტაბილიზაციას ახდენსო, სხვა რამ მაინც ჩაეწერათ, თორემ 8 წლის მანძილზე რით ვერ დაადესტაბილიზირა
“ისე, უთხარით მაინც ანგარიშის ავტორებს, ივანიშვილი დესტაბილიზაციას ახდენსო, სხვა რამ მაინც ჩაეწერათ, თორემ 8 წლის მანძილზე რით ვერ დაადესტაბილიზირა”, – ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე 13 კომჰრესმენის ანგარიშთან დაკავშირებით წერს.
მისი თქმით, ჯობს პოლიტიკურმა ძალებმა ლობისტები ერთმანეთის წინააღმდეგ კი არა, ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენონ.
“სულაც არ ვიქილიკებდი არც საჯაროდ, არც – კულუარულად, გინდათ 13 და გინდათ 3 კონგრესმენის ანგარიშზე.
თუ დღევანდელ რუსულ ტოკშოუს ნახავთ, კარგა გვარიანად შეშინებულები არიან მოსალოდნელი სანქციებით, რომლებიც შესაძლოა, ამ ანგარიშის საფუძველზე მიიღონ.
სკაბაევას უთხრა ერთმა, ჩვენ სუპერძერჟავა ვართ და ნუ აკნინებთ ჩვენს მნიშვნელობასო.
სკაბაევამ უთხრა, არასდროს ვაკნინებ, მაგრამ რომ დავფიქრდები, რითი შეგვიძლია, ვუპასუხოთ ამერიკულ სანქციებს, მხოლოდ ხელებს ვშლი, ასეთი სუპერძერჟავა ვართ და ამ სანქციების შიში მაქვსო. ამ 13 კონგრესმენის ანგარიშთან დაკავშირებით შიში მხოლოდ მას არ ალაპარაკებდა.
ეს მაგალითი იმისათვის მოვიყვანე, რომ კარგად ერკვევიან ამერიკულ სახელისუფლებო დერეფნებსა თუ კულუარებში, ანუ სამზარეულოში და ხელწამოსაკრავად არ აღუქვამთ ამ 13 კონგრესმენის მიერ მომზადებული საბუთი.
ეს ერთი. მეორე. ჩვენ ნუ გვიხსნით ამ ყველაფერს, აშშ კონგრესს, სახდეპს, თეთრ სახლს აუხსენით, თორემ 13-ის კი არა, ორი კონგრესმენის მომზადებულ ცვლილებას უმუშავია ათეულობით წლები, თუ ეს ანგარიში სხვა აქტში გადაიზარდა.
და ბოლოს. არ მომწონს, როცა ჩვენი პოლიტიკური ძალები ერთმანეთს აშშ-ში ლობისტების მეშვეობით ებრძვიან. არ ამას ვწერ პირველად.
ეს ლობისტები ერთმანეთის წინააღმდეგ კი არა, ქვეყნის სასიკეთოდ უნდა გამოიყენეთ.
ამ რეალობას მე ვერ შევცვლი. უბრალოდ, კიდევ ერთხელ შეგახსენეთ და კარგი იქნება, თუ ბალტიისპირეთის და აღმოსავლეთ ევროპის პოსტსაბჭოთა ისტორიას გაიხსენებთ, როგორ გავიდნენ ფინალში?
კითხვა იბადება, სახელისუფლებო ლობისტები რას აკეთებენ? ამხელა ანგარიში როცა მზადდება, თუ კავშირები აქვთ, ხომ უნდა ჰქონდეთ რაღაც ინფორმაცია ზოგადი წარმოდგენის დონეზე მაინც, რათა მათაც “წაიმუშაონ”? ამავე დროს, 1-2 წერილი მაინც ხომ უნდა შეაცურონ რომელიმე კაბინეტში?!
ისე, უთხარით მაინც ანგარიშის ავტორებს, ივანიშვილი დესტაბილიზაციას ახდენსო, სხვა რამ მაინც ჩაეწერათ, თორემ 8 წლის მანძილზე რით ვერ დაადესტაბილიზირა?!
ხან ამბობენ – დაალაგეთ რუსეთთანო, ხან დესტაბილიზაციას ახდენთო. ალაგებს თუ დესტაბილიზაციას ახდენს, ვერ გავიგე?!
აჯობებდა, ერთიანი ძალებით მიაწვეთ აშშ-ს სახელისუფლებო შტოებს, რათა ისინი მიაწვნენ ევროპას, მიიწვიონ საქართველო ნატო-ში და თუ ხელისუფლებიდან ვინმე უარს იტყვის, ვნახოთ. თუმცა, სადაა ერთობა?!
თუ ამის მიღწევის შნო არც იმათ აქვთ და არც – თქვენ, გაჩუმდით მაინც და სხვა სიბრტყეში ეომეთ ერთმანეთს!
აშშ-ის ელჩის განცხადება კი ნათელს ჰფენს ორი ქვეყნის ურთიერთობათა დონეს. სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დიპლომატები ჰაერზე არ საუბრობენ”, – წერს ამირან სალუქვაძე.