სოფო კილაძე: მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის შემფასებელი ყველაზე კარგად არის ის ქართველი, ბრძენი ხალხი, რომელიც მას ყოველ წელს, 2012 წლის შემდეგ არჩევნებზე ხმას აძლევს

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, მათ შორის, კონგრესმენების განცხადებებს”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის შემფასებელი ყველაზე კარგად ქართველი ხალხია.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, მათ შორის, კონგრესმენების განცხადებებს. ჩვენთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის შემფასებელი ყველაზე კარგად არის ის ქართველი, ბრძენი ხალხი, რომელიც მას ყოველ წელს, 2012 წლის შემდეგ არჩევნებზე ხმას აძლევს”, – განაცხადა კილაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები