ლიეტუვა სომხეთში ექსპერტებსა და ექიმებს გაგზავნის
ლიეტუვა სომხეთში ექიმთა ჯგუფსა და სპეციალისტებს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარების მიზნით გაგზავნის.
ამის შესახებ Twitter-ში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა დაწერა.
“სომხეთი პანდემიასთან ინტენსიურ ბრძოლას აგრძელებს. ლიეტუვა სომეხი მეგობრების მხარდაჭერას აგრძელებს. დღეს ლიეტუვას მთავრობამ გადაწყვიტა, სომხეთში სამედიცინო გუნდი და ექსპერტები გაგზავნოს, რომ პანდემიასთან ბრძოლაში დავეხმაროთ”, – დაწერა მინისტრმა.
ლინკევიჩუსმა ასევე სომხურად დაწერა: “ერთად გადავლახავთ ყველა განსაცდელს”.