“ქართული ოცნება” არის გუნდი, რომელსაც ჰყავს თავისი თავმჯდომარე, რატომ გიკვირთ, რომ პარტიის თავმჯდომარის აზრს ჰქონდეს განმსაზღვრელი მნიშვნელობა”

„ქართული ოცნება” არის გუნდი, რომელსაც ჰყავს თავისი თავმჯდომარე, რატომ გიკვირთ, რომ პარტიის თავმჯდომარე იყოს განმსაზღვრელი და მის აზრს ჰქონდეს განმსაზღვრელი მნიშვნელობა იმასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ სიაში პარლამენტ , არჩევნების წინ ვინ მოხვდება? ეს ნორმალურია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვაზე – „როდის იქნება წინასაარჩევნო სია და ვინ იქნება ამ სიაში თქვენი კვოტა” პასუხად განაცხადა.

თუ ვის გაუწევს პრემიერი რეკომენდაციაზე, ამასთან დაკავშირებით გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ განხილვების დროს თავის სათქმელს იტყვის.

„მე, როგორც გუნდის წევრი, როდესაც ეს განხილვები დაიწყება, ჩემს სათქმელს ვიტყვი, ეს არის და ეს, ჯერ ეს არც დაწყებულა და ნუ ჩქარობთ. ჯერ ადრეა, ჯერ პარლამენტს მუშაობა არ დაუმთავრებია, უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ცვლილებებია მისაღები, ამაზე ვიფიქროთ და ამაზე ვილაპარაკოთ, რა დროს სიაა, ზოგიერთებს რომ ჰგონიათ, რომ თუ სიას ადრე დააკომპლექტებენ ეს გარანტიაა იმისა, რომ ვიღაც არჩევნებს მოიგებს, სასაცილოა”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები