“თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა, ისინი საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან”

“თბილისის ზღვის ჰოსპიტლის” კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანლის, მარეხი ბექაიას განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა.

მისივე თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“კლინიკაში დაფიქსირდა ორი კოვიდადებითი პაციენტი. ერთი არის ტვირთმზიდი მანქანის მძღოლი, მეორე ახალგაზრდა მამაკაცია, ამსტერდამიდან ჩამოსული. საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან, თანხმლები დაავადებები არ აღენიშნებათ. ახალგაზრდა მამაკაცი აეროპორტიდან იქნა მოყვანილი, მეორე მამაკაცი ხანგრძლივ რეისებზე მომუშავე მძღოლია, მის კონტაქტებს ეპიდემიოლოგები დაადგენენ”, – განაცხადა ბექაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები