ბექა ლილუაშვილი: სახელმწიფო, ერთი მხრივ, ეხმარება სამშენებლო სექტორს და, მეორე მხრივ, პასუხობს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას – დევნილი მოსახლეობის საცხოვრისით დაკმაყოფილებას

“დევნილებისთვის ბინების შესყიდვა არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძება, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მხარდაჭერის გეგმის საფუძველზე სახელმწიფო, ერთი მხრივ, ეხმარება სამშენებლო სექტორს და, მეორე მხრივ, პასუხობს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, კერძოდ, დევნილი მოსახლეობის საცხოვრისით დაკმაყოფილებას.

„როდესაც ამ ღონისძებაზე ვმუშაობდით, ვთქვით, რომ ჩვენ, ერთი მხრივ, შეგვიძლია, მივეხმაროთ სექტორს და, მეორე მხრივ, ვუპასუხოთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას – ჩვენი დევნილი მოსახლეობის საცხოვრისით დაკმაყოფილებას და ამიტომ ეს ღონიძიება მოხვდა მხარდაჭერსის გეგმაში. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ყოველწლიურად დაგეგმილი რაოდენობის მიხედვით ახორციელებს საცხოვრებელი ფართების შეძენას. ეს პროცესი ჩვენ მიმდინარე ბიუჯეტის მიხედვითაც გვქონდა დაგეგმილი და წელს ის გაგრძელდება წლის ბოლომდე, თუმცა დამატებით 150 მილიონი ლარის რესურსი დაიხარჯება იმაზე, რომ 1800 დევნილ ოჯახს დავუკმაყოფილოთ საჭიროება. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს, ერთი მხრივ, სექტორს შეუნარჩუნებს და გაუზრდის შემცირებული გაყიდვების მაჩვენებელს და, მეორე მხრივ, საშუალოდ, სამი წლით ადრე 1800 ოჯახს მივცემთ შესაძლებლობას მიიღონ საცხოვრებელი ფართი”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები