გიორგი ჯინჭარაძე აჭარაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან, და ბათუმის მერ გიორგი ცინცაძესთან ერთად აჭარაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმში გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული საჭიროებები მოისმინეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საკითხების ერთობლივად მოგვარებაზე იმსჯელეს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, სადაც დევნილებმა მათთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.

გიორგი ჯინჭარაძემ დევნილ მოსახლეობას აფხაზეთის მთავრობის პროგრამების ხელმისაწვდომობის შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს გაზრდილი დაფინანსება კომპაქტურ ჩასახლებებში ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ძირითადი საჭიროებების მოგვარებაზე იქნება მიმართული.

საჭიროებების გაცნობის მიზნით, დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები პერიოდულად მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები