მამუკა მდინარაძე: ის ერთობა, რაც ოპოზიციამ საზოგადოების წინაშე წარმოაჩინა, დარღვეულია, ისინი არათუ კამათობენ, არამედ მწვავე დაპირისპირებაა

“საბოლოოდ, ოპოზიციის მთელი ეს ერთობა მაქსიმუმ 35-იან და კიდევ უფრო მაქსიმუმ 40-პროცენტიან ნიშაში ზის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დანარჩენი ეს იქნება სახელისუფლებო გუნდის შედეგი, რაც არჩევნებში მათი დამაჯერებელი გამარჯვების საშუალებას იძლევა.

“ფაქტია, რომ ის ერთობა, რომელიც მათ წარმოაჩინეს საზოგადოების წინაშე მედიასაშუალებების მეშვეობით, დარღვეულია. ისინი არათუ კამათობენ, არამედ მწვავე დაპირისპირებაა ოპოზიციაში და ეს მათი გადასაწყვეტია. საბოლოოდ, მთელი ეს ერთობა მაქსიმუმ 35-იან და კიდევ უფრო მაქსიმუმ 40-პროცენტიან ნიშაში ზის, რაც მათ უნდა გაინაწილონ. დანარჩენი ეს იქნება მმართველი სახელისუფლებო გუნდის შედეგი, რაც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დამაჯერებლად გავიმარჯვოთ არჩევნებში”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები