აშშ-ის კონგრესში პოლიციის რეფორმირების კანონპროექტი შევიდა – რა ცვლილებების განხორციელება სურთ დემოკრატიული პარტიის წევრებს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტიის წევრებმა კონგრესს კანონპროექტი წარუდგინეს, რომლის მიზანია ქვეყანაში საპოლიციო კონტროლის პირობებში რასობრივი უსამართლობის აღმოფხვრა.
ახალი კანონპროექტი “საპოლიციო მართლმსაჯულების კანონში” შემდეგი სახის ცვლილებას ითვალისწინებს.
კანონპროექტი ითვალისწინებს პოლიციისა და გამოსასწორებელი დაწესებულებების თანამშრომლების დაცვას “კვალიფიციური იმუნიტეტის” ჩარჩოში, რომელიც თანამდებობის პირებს იმუნიტეტს ანიჭებს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მათი ქმედება იქნა მიჩნეული უკანონოდ, მათ შორის, ძალის გადამეტების დროს.
ასევე, დემოკრატებს სურთ, მოხდეს მოქალაქეების უფლებების დაცვა პოლიციის თანამშრომლებისთვის კონსტიტუციის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებით.
კანონპროექტი ცეცხლის გახსნის გამოყენებას ზღუდავს.
ასევე, იუსტიციის სამინისტრომ პოლიციის თანამშრომელთა რეესტრი უნდა შექმნას, სადაც მათი მართლსაწინააღმდეგო ქმედება იქნება ასახული. რეესტრში იქნება შეტანილი ფედერალური და ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საჩივრები, რაც გადაცდომებისთვის სამსახურიდან გათავისუფლებულ ოფიცრებს სხვა განყოფილებებში გადასვლის შესაძლებლობას შეუზღუდავს.
კანონპროექტი კრძალავს ფედერალური სამართალდამცველი ორგანოების დონეზე შემოწმებებს რასობრივი ნიშნით; ასევე, ფედერალურ დონეზე ისეთი მეთოდების გამოყენება, როგორებიც არის გაგუდვა და საძილე არტერიაზე ზეწოლა, მაგალითად, მუხლით; ოფიცრები ვალდებულები უნდა იყვნენ, სამხრე კამერები ატარონ; უნდა შეიზღუდოს პოლიციის ადგილობრივი განყოფილებებისთვის სამხედრო იარაღის გადაცემა, გამონაკლისი მხოლოდ კონტრტერორისტული და ნარკოტიკებთან დაკავშირებული ოპერაციები შეიძლება, იყოს, ასევე, საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.