ეჯაილი აქ და ახლა – “თიბისი” ტრანსფორმაციის 1 წელს აჯამებს
ეჯაილი მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებში ადაპტირებული მუშაობის თანამედროვე სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს, ერთი მხრივ, თანამშრომლების პროფესიულ ზრდას, ხოლო, მეორე მხრივ, საუკეთესო შედეგების მიღწევას.
ეჯაილის მუშაობის პრინციპი გულისხმობს გამოიყენო ის ყველა ის რესურსი და შესაძლებლობა, რომელიც კომპანიაში არის აქ და ახლა. ამ მეთოდით მუშაობისას, საერთო მიზნის ირგვლივ ერთიანდებიან სხვადასხვა კომპეტენციის თანამშრომლები, რომლებიც ერთი და იგივე ამოცანაზე ფოკუსირდებიან.
“თიბისიმ” ეჯაილ ტრანსფორმაცია 2019 წელს დაიწყო და ახლა, ერთი წლის თავზე ამ პრინციპით სათავო ოფისის ძირითადი ნაწილი და სრულად IT მიმართულება მუშაობს.
„კომპანიის სწრაფი ზრდის ფონზე, ეჯაილი განსაკუთრებულად ეფექტური მუშაობის სისტემა აღმოჩნდა. ახალმა სტრუქტურამ საშუალება მოგვცა პროცესები უფრო სწრაფად და მოქნილად გვემართა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით, რაც ჩვენს შედეგებზეც აისახა. თუ იერარქიულ სისტემაში ბევრი ბიუროკრატიაა, ამ პრიციპით მუშაობა თანამშრომლებს მეტ თავისუფლებას აძლევს და ასე უფრო მეტი წარმატებული პროდუქტი და მომსახურება იქმნება, რომლებიც ჩვენს მომხმარებლებს ცხოვრებას უმარტივებს.” – განაცხადა “თიბისის” გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
ეჯაილ ტრანსფორმაციის შედეგად “თიბისის” თანამშრომლების პროდუქტიულობა 17%-ით, ხოლო ბედნიერების ინდექსი 16%-ით გაიზარდა.
თანამშრომლების 30-მა %-მა, რომელმაც ეჯაილ სტრუქტურაში გადაინაცვლა, შეიცვალა პოზიცია და ახალი მიმართულებით გააგრძელა მუშაობა. კომპანიას დაემატა 170 ახალი თანამშრომელი, გადამზადდა – 590.
ტრანსფორმაცია აისახა ბიზნეს შედეგებზეც – “თიბისის” პროდუქტების ბაზარზე მიწოდების სიჩქარე ორჯერ გაიზარდა.
ეჯაილით მუშაობის პირობებში “თიბისიმ” უკვე არაერთი კამპანია განახორციელა და ბევრი პროდუქტიც დანერგა, მათ შორის: განახლებული მობაილბანკი, ციფრული ბარათი, განახლებული ინტერნეტ ბანკი იურიდიული პირებისთვის, მერჩანტ ჰაბი, Apple pay, სტატუს დიჯიტალ სატარიფო ნაკრები…გაციფრულდა და ავტომატური გახდა ბევრი საბანკო პროცესი და ფუნქციონალი.
„ღირებულებები, რომლებიც ეჯაილ ტრანსფორმაციას თან ახლავს, განსაკუთრებულად დაგვეხმარა შეუფერხებლად გაგვეგრძელებინა მუშაობა და ეფექტურად განგვეხორციელებინა პროექტები. დელეგირებული ბიზნესპროცესების და ავტონომიის საშუალებით ეჯაილ გუნდებმა ბოლო სამ თვეში არაერთი პროდუქტი შესთავაზეს მომხმარებელს.” – განაცხადა ინგა ყელაურაძემ, “თიბისის” ეჯაილ ტრანსფორმაციის ლიდერმა.
უახლოეს მომავალში ეჯაილ ტრანსფორმაცია გავრცელდება კომპანიის რისკების და ფინანსების მიმართულებებზე. თიბისიში ეჯაილის მომავალი პრიორიტეტები ტექნოლოგიების და კომპეტენციების განვითარება იქნება, რაც გამოიხატება ტესტისრების ავტომატიზციის, DevOps პრაქტიკების მეტი ინტენსიურობით დანერგვასა და თანამშრომლების განვითარების სისტემური მიდგომების გაუმჯობესებაში.
R