ირაკლი ღარიბაშვილი: „სუ 25“თავდაცვის მიზნების გარდა, შეიძლება კომერციული პროექტი გახდეს

„აბსოლუტურად ყველა რესურსი გვაქვს – ტექნიკური, ინტელექტუალური, თუ ადამიანური, რომ ჩვენი ძალებით შევძლოთ „სუ 25“-ების აღდგენა, გამოშვება, ახლების წარმოება და ამის შემდეგ გაყიდვა“, – განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ „სუ 25“ ქვეყანამ თავდაცვის მიზნებისთვის გამოიყენოს, ასევე შეიძლება ეს კომერციული პროექტი გახდეს.

„ჩემი ერთ-ერთი მთავარი გულისტკივილი ავიაციაა, რომელზეც მოსვლის დღიდან დავიწყე მუშაობა. შტაბთან ერთად ჩამოვყალიბდით შემდეგ გეგმაზე – ჩვენს საკუთრებაში უამრავი ექსპლუატაციიდან გამოსული საფრენი აპარატი არსებობს, თვითმფრინავები, ვერტმფრენები, რომლებიც საჭიროებენ გარემონტებას. ჩვენ ეს ყველაფერი შეგვიძლია ჩვენივე ქარხნით – „თბილავიამშენით“ და „დელტათი“ ერთად გავაკეთოთ. მოგეხსენებათ, „დელტას“ დირექტორი ამავდროულად „თბილავიამშენის“ დირექტორად დავნიშნეთ და ჩვენ უკვე ამ მიმართულებით მთელი ქარხნის დალაგება დავიწყეთ. მიმართულება გავყავით: ერთი იქნება თავდაცვის სამინისტროს მიმართულება და მეორე – სამოქალაქო და ზოგადად, კომერციული პროექტები. არ გამოვრიცხავთ ასევე, სხვა კერძო სუბიექტებთან, სხვა კერძო კომპანიებთან თანამშრომლობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები