ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი სამკვირიანი გაუჩინარების შემდეგ საზოგადოების წინაშე ახალი იმიჯითა და კარგი განწყობით წარდგა.
ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
აღინიშნება, რომ კიმს თავისი ჩვეული სამოსი – შავი და ნაცრისფერი პიჯაკი არ ეცვა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერს მუშათა პარტიის სხდომაზე თეთრი პერანგი ეცვა და ის ბევრს იღიმოდა.
უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში კიმი რამდენჯერმე გაუჩინარდა, რამაც მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მედია წერდა, რომ ის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გადის.
ასევე, გავრცელდა ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ.