მუხიანში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრიდან მაშველებმა 3 ბავშვი და 2 სრულწლოვანი მოქალაქე გამოიყვანეს

მუხიანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრიდან მაშველებმა 3 ბავშვი და 2 სრულწლოვანი მოქალაქე გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

“საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, მუხიანის დასახლებაში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნულ სართულზე შეინიშნებოდა ხანძარი. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ. ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსზე მიშენებულ დამხმარე ნაგებობას ეკიდა, რამაც კორპუსის ქვედა სართულების ძლიერ დაკვამლიანება გამოიწვია.

მეხანძრე-მაშველებმა, ხანძრის ქრობის პარალელურად, დაუყოვნებლივ განახორციელეს დაკვამლიანებული ტერიტორიის – მათ შორის, საცხოვრებელი ბინების დათვალიერება. ჩატარებული პრევენციული და სამაშველო ღონისძიებების შედეგად, ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან 3 არასრულწლოვანი და 2 სრულწლოვანი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს, რომელსაც შესაბამისი პირველადი სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გაეწია. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

მომხდარის შედეგად, დაიწვა დამხმარე-ნაგებობის 10 კვ/მ-მდე ფართობი, ასევე, კორპუსის ნულ სართულზე განთავსებული სავაჭრო დაწესებულების ჭერი და პირველ სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის ფანჯარა”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები