ანრი ოხანაშვილი: პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაძლოა, ჯარიმა არა 50 ლარის, არამედ 20-30 ლარის ოდენობით განისაზღვროს

“პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის შესაძლოა, ჯარიმა არა 50 ლარის, არამედ 20-30 ლარის ოდენობით განისაზღვროს”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა დეტალური, რაციონალური სანქციების შემოღება, რომელიც საზოგადოებას მძიმე ტვირთად არ დააწვება.

“ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმესთვის ფულადი თანხის დაკისრება, ჩვენი ამოცანაა ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა, რომ მაქსიმალურად შევაფერხოთ კორონავირუსის გავრცელება. ამისთვის პირბადე არის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ვალდებულება, დახურულ საჯარო სივრცეში ატარონ პირბადე. ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება არ არსებობს, პასუხისგებლობაც არ არის გათვალისწინებული. ასევე, კონკრეტულმა იურიდიულმა პირმა უნდა უზრუნველყოს კონტროლი, რომ პირბადის გარეშე პირი არ შევიდეს. ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ხაზგასმით მინდა გითხრათ, ჩვენ პირველადი სახით წარმოვადგინეთ 50 ლარის ოდენობით ფულადი სანქციები, თუმცა, მე წარვადგინე გუნდში ეს პროექტი, ჩვენ ვიმსჯელეთ და ჩვენი გუნდის უმრავლესობის პოზიციაა, რომ ეს 50 ლარი არ უნდა იყოს მყარად ფიქსირებული, შესაბამისად, ჩვენ კომიტეტზე უკვე დავსვამთ საკითხს, რომ პირბადის არტარებისთვის თანხა იყოს არა 50 ლარი, არამედ შევამციროთ ეს, სავარაუდოდ, 20- დან 30 ლარამდე იქნება ეს თანხა დაკორექტირებული. ამის მოტივაცია გახლავთ ის, რომ არ გვსურს, მძიმე ტვირთად დააწვეს ეს საზოგადოებას. ჩვენ ამ კვირაში ვიწყებთ განხილვას, შესაბამისად, შეგვიძლია სამივე მოსმენით მივიღოთ და ამ კვირაშივე ამოქმედდება”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები