მინეაპოლისში პოლიციის რეფორმირება იგეგმება
ქალაქ მინეაპოლისის ხელისუფლება, სადაც აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი დაკავების შედეგად გარდაიცვალა, აცხადებს, რომ აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევიდან დასკვნები გამოიტანეს და გადაწყვიტეს პოლიციის ადგილობრივი ქვედანაყოფის რეფორმირება.
ამის შესახებ CNN-თან საუბარში ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლიზა ბენდერმა განაცხადა.
“მინეაპოლისში საზოგადოებრივი უსაფრთხოების ახალი მოდელის შექმნა გადავწყვიტეთ”, – აღნიშნა ბენდერმა და დასძინა, რომ დემონსტრაციებიდან და იმ წერილებიდან გამომდინარე, რომლებსაც საკრებულო ღებულობს, ხალხი თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.
ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც დაკავების დროს ადგილობრივი პოლიციის ოფიცერმა მას მუხლით კისერს უჭერდა.
სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, აფროამერიკელი ჰაერის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა.
აღნიშნულს მთელი აშშ-ის მასშტაბით არეულობა მოჰყვა.