გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი: ჯანდაცვის სფეროში ნატო-ს მსგავსი ალიანსი უნდა შეიქმნას

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი, იენს შპანი გამოდის ინიციატივით, რომ მოხდეს ერთიანი ევროპული ალიანსის შექმნა, რომელიც კორონავირუსული ინფექციების მსგავს კრიზისულ ვითარებაში ურთიერთდახმარების აღმოჩენას შეძლებს.

ამის შესახებ Rheinische Post-ი წერს.

მისი თქმით, საჭიროა ერთიანი სტრუქტურების შექმნა, რომელთა გამოყენებასაც ექიმები შეძლებდნენ.

მინისტრის შეფასებით, აღნიშნული სტრუქტურები რესურსების მობილიზების გზით ეფექტური და სწრაფი დახმარების აღმოჩენას შეძლებენ.

“ახალი ალიანსი შეიძლება, იყოს ერთგვარი ნატო ჯანდაცვის სფეროში”, – აღნიშნა შპანმა.

მან ასევე გამოთქვა დაინტერესება, რომ მოხდეს ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის საქმიანობის გაფართოება, რომ მისგან საერთოევროპული ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მსგავსი მოდელი შეიქმნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები