ლაშა ნაცვლიშვილი: მეც გამიგეთ, რა, არ მაქვს ისეთი კონსპირაციული ბინები, სადაც ჩუმად შევალთ მე და ჩემი კონფიდენტი და ფოტოს ვერ გადამიღებენ

“რა ვერ გაიგო ქართულმა მედიამ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ფარულ შეხვედრებს ვმართავ უქმე დღეებში, ცენტრალურ უბნებში განთავსებული ხალხმრავალი კაფეების ღია ვერანდებზე”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების” კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი წერს.

მისი თქმით, მას კონსპირაციული ბინები არ აქვს, სადაც ჩუმად შევა და ფოტოს ვერ გადაუღებენ.

„რა ვერ გაიგო ქართულმა მედიამ, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ფარულ შეხვედრებს, როგორც წესი, ვმართავ უქმე დღეებში, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში განთავსებული ხალხმრავალი კაფეების ღია ვერანდებზე და თან, მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, დღის საათებში.

პ.ს. მეც გამიგეთ, რა, არ მაქვს ისეთი კონსპირაციული ბინები, სადაც ჩუმად შევალთ მე და ჩემი კონფიდენტი და ფოტოს ვერ გადამიღებენ”, – წერს ნაცვლიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები