მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო 1 საკარანტინო სივრციდანაა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში დღეს დადასტურებული სამი კოვიდინფიცირებულად ორი სატვირთოს ავტომობილის მძღოლია, ერთი კი, საკარანტინო სივრციდან არის.
„ამაჟამად 808 შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 13-ით. კოვიდცენტრებში მკურნალობს 132 პაციენტი, რაც ინფიცირებულების 16%-ია მხოლოდ. სამივე არის შემოტანილი, ორი აქედან სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ერთი კარანტინიდან. ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს 49 ინფიცირებული პაციენტი. მათი მდგომარეობა სტაბილურია, მძიმე პაციენტები აღარ გყვავს, ძირითადად საშუალო სიმძიმის, მცირე რაოდენობა მათში არის მსუბუქად მიმდინარე“, – განაცხადა ეზუგბაიამ.